
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან, ქვეყანა გადადის შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.
პრემიერის თქმით, გამოწვევები იზრდება და ამ გამოწვევებზე პასუხი იქნება კიდევ უფრო მკაცრი.
„ხვალიდან აიკრძალება სამარშუტიო ტაქსებით მოძრაობა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა. ქალაქში დარჩება მხოლოდ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ტრანსპორტი და მეტრო“, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
⭕Live: პრემიერ-მინისტრი საგანგებო ბრიფინგს მართავს
⭕Live:პრემიერ-მინისტრი საგანგებო ბრიფინგს მართავს
Gepostet von Prime Time am Dienstag, 17. März 2020






















