12:58 | 2020-04-29 ავტორი: Prime Time

„გადავფარე კორონა?!“ – რამ გამოიწვია კონფლიქტი დავით ცინარიძის ოჯახში

„გადავფარე კორონა?!“ – რამ გამოიწვია კონფლიქტი დავით ცინარიძის ოჯახში

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვა.

 

სამართალდაცველებმა ის 27 აპრილს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ ცინარიძე სისხლის სამართლის კოდექსის 11/151 პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, მან იარაღიდანაც გაისროლა.

 

რა გახდა დავით ცინარიძის და მისი მეუღლის, მანანა ბოლოთაშვილის ოჯახური კონფლიქტის ზუსტი მიზეზი, უცნობია. კულუარულად კი საუბრობენ იმაზე, რომ დაპირისპირება ცინარიძის სახელთან ასოცირებულმა ცნობილმა ეკა ყურშიტაშვილმა გამოიწვია ისევ.

 

ნაციონალურმა მოძრაობამ 2016 წლის 27 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ახდენს ზეწოლას პოლიციელზე მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის და მისი მოადგილის გიორგი ჭანტურიას სახელით.

 

თავიდან ეკა ყურშიტაშვილი უარყოფდა დავით ცინარიძესთან და გიორგი ჭანტურიასთან კავშირს.

 

მძღოლი ამბობდა, რომ სატელეფონო საუბრის იმიტირებით პოლიციელებს “აგოიმებდა“, თუმცა შემდეგ “იმედის კვირაში” თავადვე აღიარა, რომ ჯერ საპატრულო პოლიციის დირექტორის, ხოლო შემდეგ მის მოადგილის დახმარებით ცდილობდა სამართალდამცველებთან პრობლემის მოგვარებას.

 

 

მისი თქმით, ცინარიძეც და ჭანტურიაც რესტორანში გაიცნო და მათგან პატრულთან პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო.

 

ამ ფაქტს დავით ცინარიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. თუმცა, ამბავი იმდენად რეზონანსული არის, რომ დღემდე ყველას ახსოვს.

 

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ყურშიტაშვილი-ცინარიძის სკანდალი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

 

სწორედ ამას მოჰყვა ოჯახური კონფლიქტი, რომელიც საპატრულო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებით დასრულდა.

 

ჩვენი წყაროს ცნობით, მანანა ბოლოთაშვილი ქმრის და ყურშიტაშვილის სკანდალის კიდევ ერთხელ გახსენებამ ძალიან გააღიზიანა.

 

თუმცა ხუთი წლის წინ, როდესაც ვიდეო პირველად გავრცელდა, მანანა ბოლოთაშვილმა სოციალურ ქსელში ქმარს მხარდაჭერა გამოუცხადა და ემოციური პოსტი დაწერა.

 

„მილიონში ერთადერთი და განუმეორებელი ხარ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა“ – დაწერა მაშინ ბოლოთაშვილმა.

 

ბოლოთაშვილი-ცინარიძის წყვილის ქორწინება 15 წელს ითვლის, მათ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ.

 

2019 წლის იანვარში, დავით ცინარიძის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, მანანა ბოლოთაშვილი ინდ.მეწარმე და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი გახლდათ.

 

ცინარიძის დაკავებამ ეკა ყურშიტაშვილი მხიარულ განწყობაზე დააყენა და სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა.

 

„გადავფარე კორონა, თუ ჯერ – ვერა“ – დაწერა სკანდალურმა ყურშიტაშვილმა და თავი ილონ მასკის სტარლინკებს შეადარა.

ავტორი: Prime Time

X