
ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახლადშექმნილი ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ადამიანურად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს გაბედნიერებას – ახალი ოჯახის შექმნას, ვუსურვებ მარადიულ სიყვარულს, სიხარულს, გამძლეობას და დიდხანს ჯანმრთელობას.
ასევე, ადამიანურად ვულოცავ ლიზას და ვუსურვებ გამძლეობას, სიყვარულის გამოცდის გაძლება-ჩაბარებას, იხარე და იბედნიერე, იდღეგრძელე, გაძლება მოგცეს ღმერთმა, ჩვენო ახალო რძალო“, – წერს ჩუბინიძე.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















