21:51 | 2020-08-15 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გაეცანით 5 ოქროს წესს, რომელიც სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვისაა შემუშავებული

გაეცანით 5 ოქროს წესს, რომელიც სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვისაა შემუშავებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის შემუშავებული არის 5 ოქროს წესი, რომლებიც რეკომენდაციებშია ასახული.

 

„სრულიად რეალისტური გვგონია ის, რომ ეპიდემიური სიტუაცია მოგცემს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების საშუალებას. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რაღაც მოგვემზადებინა ერთიანი, სრული პაკეტი უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისთვის, რათა ყველა დაცული იყოს კორონავირუსის რისკებისგან.

 

ეს რა თქმა უნდა შეეხება პირბადის გამოყენებას. პირბადის გამოყენება აუცილებელი იქნება ყველა სკოლაში, სასწავლო გარემოში მყოფი პირისთვის, მაგრამ არ იქნება სავალდებულო მოსწავლეებისთვის. რაც შეეხება სხვა წესებს, ეს არის ისევ და ისევ ჰიგიენა და სკოლა უზრუნველყოფს სადეზინფექციო საშუალებებით ბავშვებისა და სხვა პერსონალის მომარაგებას.

რა წესებით დაიწყება სწავლა სკოლებში - რეკომენდაციები სრულად
2020-08-14რა წესებით დაიწყება სწავლა სკოლებში - რეკომენდაციები სრულად

ეს არის ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ყველაზე ეფექტურია ხელების დამუშავებისთვის. მესამე ეს არის ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვა სველ წერტილებში, ასევე საკლასო ოთახებში. ოთახების განიავება – ეს არის მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი წესია სოციალური დისტანციის დაცვა.

 

მშობლებმა სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ უნდა გაუშვან. ეს არც მანამდე იყო გამართლებული და ახლა კიდევ განსაკუთრებულ რისკებს უკავშირდება, ამიტომაც ყველა მშობელს ვთხოვთ, თავი შეიკავოს ბავშვის სკოლაში მიყვანისგან, თუ მას აქვს სიცხე, სურდო, ხველა და რესპირაციული სიმპტომები, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ უკვე სკოლაში მისულ ბავშვს აქვს სიცხე, ამ შემთხვევაში სკოლებში ყველგან არის მოწყობილი იზოლირებული ოთახი, სადაც ბავშვი, თუ მას ტემპერატურა დაუფიქსირდება, იქ გადავა და დაელოდება ექიმს ან მშობელს“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X