16:26 | 2021-08-06 ავტორი: Prime Time

გაფიცულებთან შეთანხმება ვერ შედგა – რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები

გაფიცულებთან შეთანხმება ვერ შედგა – რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები

„თბილსერვის ჯგუფსა” და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მზად არიან, ყველა მოთხოვნა ეტაპობრივად, გაწერილ ვადებში დააკმაყოფილონ.

 

პროტესტის მონაწილეები ამას არ თანხმდებიან და ხელფასების მომატებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხევაში კი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

 

ამის გამო პარალიზებულია დასუფთავების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება.

ავტორი: Prime Time

X