18:33 | 2021-10-03 ავტორი: Prime Time

გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით

გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება, 4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X