15:56 | 2021-06-30 ავტორი: Prime Time

გაფუჭდა თუ არა ვაქცინების შესანახი მაცივარი? – მიზეზი, რის გამოც 700-ზე მეტი „ასტრაზენეკა“ შესანახად სხვაგან გადაიტანეს

გაფუჭდა თუ არა ვაქცინების შესანახი მაცივარი? – მიზეზი, რის გამოც 700-ზე მეტი „ასტრაზენეკა“ შესანახად სხვაგან გადაიტანეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, ჯავარა უგრეხელიძის განცხადებით, ვაქცინების შესანახ მაცივარში ტემპერატურული რეჟიმიდან გადახრა დაფიქსირდა, რის გამოც 700-ზე მეტი ვაქცინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად გადაიტანეს.

საუკეთესო ონკო ქირურგის წოდება და სამედიცინო ოქროს მედალი ჯილდოდ - ახალი ინფორმაცია გიორგი ღოღობერიძეზე 
2021-06-30საუკეთესო ონკო ქირურგის წოდება და სამედიცინო ოქროს მედალი ჯილდოდ - ახალი ინფორმაცია გიორგი ღოღობერიძეზე 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა „ასტრაზენეკას” შესანახი მაცივარი გაფუჭებული და გაფუჭდა თუ არა ვაქცინები, მან უპასუხა, რომ რეგულირების სააგენტოს საბოლოო დასკვნის თანახმად, ვაქცინებს პრობლემა არ შექმნია.

 

„ამასთან დაკავშირებით რეალური ინფორმაცია არ გაქვთ. სტანდარტი არის ასეთი, მაცივარში, რომელშიც ინახება ვაქცინები, ტემპერატურული რეჟიმის შემოწმება ხდება 2 ხერხით. ერთი ხერხი არის დღეში ორჯერ ტემპერატურული რეჟიმის დაფიქსირება და მეორე, გეგმურად, 2 კვირაში ერთხელ ამოღებული მონაცემი. როგორც კი დაფიქსირდა პატარა გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან, ამოღებულ იქნა ეს ვაქცინები და გადატანილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად.

 

თუმცა რეგულირების სააგენტოს საბოლოო დასკვნა არის ერთმნიშვნელოვნად ასეთი, რომ ამ ვაქცინებს პრობლემა არ შექმნია. ვაქცინები შესანახად გადაცემული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. დოზა არის 700-ზე ცოტა მეტი”, – განაცხადა უგრეხელიძემ.

ავტორი: Prime Time

X