12:34 | 2021-10-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გაგანია პანდემიის დროს, მიმდინარე აქციები ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანია – კულუმბეგოვი

გაგანია პანდემიის დროს, მიმდინარე აქციები ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანია – კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ე.წ. „მწვანე ბარათების“ ამოქმედების გაჭიანურებას პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირებს. მისი თქმით, გაგანია პანდემიის დროს მიმდინარე აქციები ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანია.

2021-10-28"ყველა წყევლა და გინება უკან მოგიბრუნდეთ, რაც ჩვენსკენ გამოუშვით" - კახა მამულაშვილი

 

„ვეჭვობ, მთავარი განმსაზღვრელი პოლიტიკური პროცესებია, რის გამოც გადაწყვეტილებები მყისიერად და სწრაფად არ მიიღება, არადა ეს მოსახლეობისთვის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს „მწვანე ბარათები“.

 

ვფიქრობ, საყოველთაო გამოსვლები, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე მართავს და გაგანია პანდემიის დროს შეკრებები, რომლებიც კვირაგამოშვებით ეწყობა, ძალიან სამწუხარო რეალობაა, რა მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს. წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, ეცოდებოდეთ და ებრალებოდეთ მათ [პოლიტიკოსებს] საკუთარი მოსახლეობა და ასე არ ექცეოდნენ. ეს ეხება ყველას“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი „საქმიანი დილის“ ეთერში.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X