
კოვიდთან მკრუნალობის გაიდლაინში პლაქვენილთან დაკავშირებით ცვლილებები არ შევა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მედიკამენტთან დაკავშირებით თანდათან პოზიტიური კვლევებიც იდება.
„ძირითადი ცვლილება პლაქვენილის მედიკამენტზე არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, იყო მოსაზრებები, რომ შეიძლება ეს არ იყო ეფექტური კოვიდის მკურნალობასთან მიმართებით.
ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომ, რომელიც მსოფლიოში მთავარი ორგანოა, არ შეცვალა გადაწყვეტილება, სადაც ერთადერთი რეკომენდაცია მედიკამენტ პლაქვენილს მისცა.
სანამ ეს სააგენტო არ გადახედავს ამ შეხედულებას, მედიკამენტთან დაკავშირებით, მანამდე საქართველოს გაიდლაინში ამ პუნქტში შესწორება არ იქნება.
კვლევის ნეგატიური შედეგების პარალელურად, იდება ახალი პოზიტივები პლაქვენილთან დაკავშირბეით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.






















