
ჟურნალისტი კეროლ რიჩარდსი ხუთ საიდუმლოს გვიზიარებს, რომელმაც მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
1. არავის გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ეს ფეხით სიარულია. მაშინ როცა სამსახური, თქვენი ბინიდან რამდენიმე კვარტლის დაშორებაზეა, ნუ იმგზავრებთ ტრანსპორტით. ეს თქვენ კალორიები დაწვაში და კუნთების გავარჯიშებაში დაგეხმარებათ.
2. წყალი – უკვდავების ელექსირი. ატარეთ წყლის ბოთლი, ყველგან სადაც შეგიძლიათ. ის თქვენი სისხლის ცირკულაციას აუჯობესებს, აწესრიგებს მეტაბოლიზმს.
3. ალბათ ხშირად გიწევთ სხვადასხვა კვების ობიექტებზე მიირთვათ, რაც იმის ალბათობას ზრდის, რომ ხშირად არაჯანსაღ საკვებს მიირთმევთ.
მოამზადეთ ჯანსაღი საკვები შინ და ატარეთ კონტეინერით. ეს არ არის სირცხვილი და თქვენი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანია.
4. ყავის მოყვარულებო, დამიჯერეთ, შინ მომზადებული ყავა და თქვენი საყვარელი სუნელებით შეზავება, ხასიათსაც გამოგიკეთებთ და თანხასაც დაგიზოგავთ.
5. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ბევრჯერ გაქვთ წაკითხული და მოსმენილიც, მაგრამ მთავარია ერთხელ მაინც სცადოთ და ნახავთ როგორი შედეგი აქვს – იყო აქტიური.
მიუხედავად იმისა, რომ გეზარებათ, დაღლილი ხართ, დრო არ გაქვთ. სცადეთ, რომ სასიამოვნო საქმიანობით დაიტვირთოთ თავი და გააქტიუროთ სიამოვნება თქვენს ცხოვრებაში.























