00:17 | 2021-02-06 ავტორი: Prime Time

გაიხსნება თუ არა სკოლის სასადილოები, სპორტული და სახელოვნებო წრეები – სამინისტროს პასუხი

გაიხსნება თუ არა სკოლის სასადილოები, სპორტული და სახელოვნებო წრეები  – სამინისტროს პასუხი

15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში განახლდება.

 

მშობლებს გაუჩნდათ კითხვა, გაიხსნება თუ არა ბუფეტები, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, კვების პროცესში ვირუსის გავრცელების რისკები საგრძნობლად მაღალია.

 

აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით სკოლაში არსებული სასადილოები არ გაიხსნება და ამასთან დაკავშირებით სამინისტრო დამატებით განმარტებას გააკეთებს.

 

ჯერჯერობით მუშაობას ვერ განაახლებს სპორტული და სახელოვნებო წრეები.

 

„თუ ბავშვს პირბადე არ აქვს ან ახალი სჭირდება, სკოლაში მისცემენ. სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა უზრუნველყო პირბადით, სადეზინფექციო ხსნარებითა და სხვა საჭირო საშუალებებით.”-უთხრეს mshoblebi.ge-ს.

ავტორი: Prime Time

X