12:03 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

გაინტერესებთ, რატომ მყარდება ლარი? – რა სჭირს ეროვნული ვალუტას

გაინტერესებთ, რატომ მყარდება ლარი? – რა სჭირს ეროვნული ვალუტას

დღეის მდგომარეობით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 3.0416 ღირს, რაც შეეხება ევროს 3.4087.

 

რა სჭირს ლარს და რატომ მყარდება ვალუტა, მაშინ როცა პანდემიამდე, ბოლო თვეების განმავლობაში, ეროვნული ფულის გაუფასურება ისტორიულ მაქსიმუმს აღწევდა.

 

რითი არის განპირობებული ლარის გამყარება – ხალხის სიღარიბით თუ ეკონომიკის გახსნით, ეკონომისტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ↓↓↓

 

„თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ  ეროვნული ვალუტის გამყარება შესაძლოა, ახალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარეობდეს.

რთულია ძალიან იმის თქმა, მოკლე პერიოდში რამ გამოიწვია ლარის გამყარება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის რაც საქართველოში ხდება მაისის თვიდან დაწყებული – სხვადასხვა ტიპის ბიზნესები იხსნება…

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია ეს

 

გასხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ აკაკი ცომაიას, რომელიც მიიჩნევს რომ ხალხს უბრალოდ ფული არ აქვს.

 

ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ - სრული განმარტება
2020-05-04ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ - სრული განმარტება

 

ხალხს ფული არ აქვს – ბუკვალურად ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ მყარდება ახლა ლარი ანუ მოხმარება მცირდება.

მოხდა ის, რომ შემცირდა ტურიზმი, ფულადი გზავნილები, დოლარის შემოდინება შემცირდა და ლარმა დაიწყო ვარდნა, ის იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყო და მერე დაიწყო გამყარება.

ახლა მიდის მეორე პროცესი – მცირდება მოხმარება და შესაბამისად, მცირდება დოლარზე მოთხოვნაც, იმპორტის რაოდენობაც და ეს არის თანმდევი პროცესი, რომელიც მიდის ამ წუთას.

 

„ხვალ და ზეგ შეიძლება ისევ უკუპროცესი დაიწყოს და ა.შ. ზოგადად, ბევრს ჰგონია, რომ ლარი მყარდება მაშინ, როცა ეკონომიკა იზრდება და პირიქით, უფასურდება მაშინ, როცა ეკონომიკაში პრობლემებია – ეს მცდარი შეხედულებაა და ეს ასე არ არის,“- აცხადებს ცომაია.

 

რამდენად დიდხანს შეძლებს ეროვნული ვალუტა „სიმყარეს“ ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

 

დღეს, ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა. სავალუტო ბაზარზე კი, დოლარი 2.97-2.99 ლარის ფარგლებშია.

 

ლარის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი კი 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც დოლარის ღირებულებამ 3.5 ლარი შეადგინა.

ავტორი: Prime Time

X