
ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტმა პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბოლოს 11 მარტს ნახა. ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ წერს.
„დედოფალმა პრემიერი ბოლოს 11 მარტს ნახა და ის მიჰყვება ყველა იმ რეკომენდაციას, რაც საჭიროა მისი კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა.
დედოფალი ამჟამად საკუთარ მეუღლესთან და რამდენიმე პერსონალთან ერთად სასახლეში იმყოფება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს კორონავირუსი დაუდასტრუდა დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრესაც, პრინც ჩარლზს. როგორც ცნობილია ჩარლზმა ბოლოს 93 წლის მონარქი 12 მარტს ნახა.






















