00:32 | 2021-12-07 ავტორი: Prime Time

გაირკვა, რა ზომებს მიიღებს საქართველო, თუ ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევა დაფიქსირდება

გაირკვა, რა ზომებს მიიღებს საქართველო, თუ ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევა დაფიქსირდება

“თუ ქვეყანაში “ომიკრონი” გავრცელდება შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, დევი ტაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, დელტა შტამით ინფიცირებულების რეინფიცირება “ომიკრონის” შტამით პაციენტთა მდგომარეობას დაამძიმებს.

 

ომიკრონი” 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩვენთან ჯერ არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, რომ მის იდენტიფიცირებას ალბათ, “პისიარ” ტესტი მოახერხებს.

როდის იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გორიდან რუსთავის ციხეში ბადრაგირება - გიორგი ახვლედიანის თქმით, ეს არის სწორად შერჩეული დრო
2021-12-06როდის იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გორიდან რუსთავის ციხეში ბადრაგირება - გიორგი ახვლედიანის თქმით, ეს არის სწორად შერჩეული დრო

 

სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. მთავარია, რომ „ომიკრონს“ ახასიათებს ძალიან სერიოზული კლინიკური დასაწყისი.

 

დაღლილობის ძლიერი სინდრომით და აგრესიული, მაღალი ტემპერატურით იწყება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შტამი ძალიან ძლიერია თავისი ბუნებით.

 

“დელტა”ვირუსით ინფიცირებულს, თუ განმეორებით “ომიკრონი” დაემატება, ეს დაამძიმებს პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. ეს არის ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია”, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

 

გუშინ კი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში “ომიკრონის” გავრცელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდება.

 

თუ თამარ გაბუნიას განცხადებას და დევი ტაბიძის პროგნოზს დავეყრდნობით, სავარაუდოდ, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ახალი წლის დღეებში ამოქმედდება.

 

ავტორი: Prime Time

X