
„ენერგიისა და სუფთა ჰაერის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გაირკვა, რომ კორონავირუსის გამო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს შეუძლია, 11 300 ადამიანი გადაარჩინოს ნაადრევი სიკვდილისგან. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ლაური მილივირტა განმარტავს, დადგენილმა რეგულაციებმა ევროპაში ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება გამოიწვია.
„ეს შეიძლება შევადაროთ იმას, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ადამიანებმა ერთი თვით შეწყვიტონ თამბაქოს მოხმარება“, – ამბობს ანალიტიკოსი.
ყოველწლიურად, ევროკავშირის 27 ქვეყანასა და დიდ ბრიტანეთში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო, 400 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.






















