
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სააკაშვილთან დაკავშირებით ერთი შეხედევით დაუჯერებელ კომენტარს აკეთებს:
„რა პრინციპია ასეთი, რომ საავადმყოფოში არ გადაიყვანო ადამიანი? არეულობის გვეშინიაო? თუ საავადმყოფოსთან და საავადმყოფოში არეულობას მოაწყობენ ნაციონალები, ხომ დაკარგავენ მორალურ უპირატესობასაც და სრულ ველურებად წარმოჩინდებიან? გაიტაცებენო? გაიტაცონ, ბოლოს და ბოლოს. არც ერთი შიში არ ამართლებს იმ საშიშროებასთან შეგუებას, რომ გამოუსწორებელი რამ შეიძლება მოხდეს და მართლა რომ მოხდეს, მაშინ ხომ მართლა ვეღარაფერი შეაჩერებს გარდაუვალ არეულობას?“ – წერს ფანჯიკიძე.






















