18:06 | 2020-04-17 ავტორი: Prime Time

გაიცანით ამირან გამყრელიძის მეუღლე – წყვილს ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი ჰყავს

გაიცანით ამირან გამყრელიძის მეუღლე – წყვილს ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი ჰყავს

ამირან გამყრელიძეს საზოგადოება აქამდეც იცნობდა და ის ყოველთვის საზოგადოების დიდ პატივისცემას იმსახურებდა.

 

კორონავირუსის პანდემიამ „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მიმართ ნდობა და პატივისცემა კიდევ უფრო გაზარდა.

 

ბუნებრივია, გაიზარდა ინტერესიც, მათ შორის მისი ოჯახის მიმართ.

 

ამირან გამყრელიძე ორი შვილი (ნიკა და თამუნა) და ექვსი შვილიშვილი ჰყავს.

 

კორონავირუსმა საზოგადოებას ამირან გამყრელიძის ვაჟიც გააცნო, რომელიც ამ ვირუსით დაინფიცირდა და წარმატებით გამოჯანმრთელდა.

 

რაც შეეხება მეუღლეს, სამედიცინო წრეებში მას კარგად იცნობენ.

 

69 წლის მარინა კვეზერელი-კოპაძე თბილისში ცნობილი ჰემატოლოგი და სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორია.

 

თავად ამ სასწავლებელის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს დაამთავრა.

 

1977–1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასისტენტი;

 

1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრის დოცენტი.

 

მარინა კვეზერელი-კოპაძე გახლავთ 55 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელიც ეხება ჰემობლასტიოზების, ანემიებისა და ჰემორაგიული დიათეზების დიაგნოსტიკას.

 

ავტორი: Prime Time

X