13:20 | 2020-09-06 ავტორი: Prime Time

გაიცანით ძაღლი, რომელიც თავის ფუმფულა სათამაშოს გვერდიდან არ იშორებს

გაიცანით ძაღლი, რომელიც თავის ფუმფულა სათამაშოს გვერდიდან არ იშორებს

იცოდით რომ, ძაღლებს ადამიანების გარდა სათამაშოებთანაც შეეძლოთ დამეგობრება? თუ არა, მაშინ გამოდის ბარლის შესახებ არაფერი გსმენიათ.

 

82 წლის ბებო, რომელიც ძაღლებს საკუთარი პენსიით აპურებს
2020-07-1582 წლის ბებო, რომელიც ძაღლებს საკუთარი პენსიით აპურებს

 

ბარლი – ოქროსფერი რეტრივერია ამსტერდამიდან. ის 1,5 წლისაა. ბარლის ინსტაგრამზე თავისი გვერდიც კი აქვს. ის საკმაოდ პოპულარულია და 145 ათასი გამომწერიც ჰყავს.

 

ბარლის ყველაზე ერთგული მეგობარი ფუმფულა სათამაშო ცუგა, სახელად ფლაფი ჰყავს, რომელსაც გვერდიდან არასდროს იშორებს. ამის შესახებ ინფორმაციას boredpanda ავრცელებს.

 

ლეკვი და სათამაშო ცხოველი პირველივე დღიდან განუყოფელნი იყვნენ.

 

 

„ბარლის ჩვენთან სახლში მოყვანის პირველივე დღიდან ჰყავდა ფლაფი. პირველად რომ შეხვდნენ, ფლაფი ბარლიზე უფრო დიდი იყო. ერთად გაიზარდნენ

 

ბარლის ფლაფი ყველგან თან დაყავს! ყოველ დილით ბარლი იღვიძებს და ჩვენს საწოლზე ხტება ფლაფისთან ერთად. შემდეგ ბარლის ის დილის გასეირნებაზე გაყავს. მთელ დღეს ერთად ატარებენ, ძალიან საყვარლები არიან.

 

ყოველ ჯერზე, როცა სახლში ვინმე მოდის, ბარლის ფლაფი აყავს და შესაგებებელ საჩუქრად მიაქვს თან. რამე ხმაური თუ ისმის ან მტვერსასრუტი ირთვება, მაშინვე ფლაფის დაიტაცებს, უფრო უსაფრთხოდ რომ იგრძნოს თავი. ფლაფის საწოლშიც იწვენს, ბანაობისასაც თან მიყავს და, მეტსაც გეტყვით, მოშარდვა თუ მოუნდა, მაინც ფლაფისთან ერთად გადის!“,- ამბობს ბარლის პატრონი.

ავტორი: Prime Time

X