
ქუთაისში, მაღლაქველიძეების ოჯახი კოვიდპანდემიის წინააღმდეგ 10 თვეა იბრძვის. ქუთაისის ახალი ინფექციურ საავადმყოფოში ებრვიან კორონავირუს. ისინი დღეში 10-12 საათი მუშაობენ. მამა, ლევან მაღლაქველიძე ექიმი რადიოლოგია, დედა, მედდა ნანა მდივნიშვილი, შვილი, დამხმარე ოლია მაღლაქველიძე.
„სამივეს ერთად გამოსვლა ცოტა რთული იყო იმ მხრივ , რომ ოლიკო საოჯახო სამქეებში მეხმარებოდა ჩემი არ ყოფნის დროს. თუმცა, აქ სამივეს ერთად, გაერთიანერბული ძალებით უფრო მეტის კეთება შეგვიძლია“, – გვიყვება ნანა მდივნიშვილი.
მედდა ამბობს, რომ მუშაობის პროცესში ნაკლებად ახსოვთ ერთმანეთის მოკითხვა, რადგან თვლის რომ პანდემიის პირობებში ყველას რთული პერიოდი აქვს და უფრო პაციენტებზე არიან გადართული.
ნანა პირველ ემოციებს იხსენებს, როცა ღამით გვიან დაუერეკს და უთხრეს, რომ პირველი ინფიცირებული პაციენტი მიიღეს. ამბობს, რომ ეს ფსიქოლოგიურად ძნელი იყო.
„ცრემლამდე მივდივართ, როცა ჩვენს ნალოლიავებ პაციენტს, რომლის ყოველ ამოსუნთვას დიდი სიხარულით ვხვდებით, საბოლოოდ მაინც რომ ვერ ამარცხებს ვირუსს”.
დანაკარგების მიუხედავად მას სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ადამიანები უფრო გაუფრთხილდებიან ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
„მინდა ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რომ არ დანებდნენ, ყველაფერი კარგად იქნება“.
ავტორი: კესო მოლაშხია






















