22:23 | 2021-05-15 ავტორი: Prime Time

გაივსო საზოგადოება ურწმუნო ქრისტიანებით, ვინც მუდამ სხვის ცხოვრებაში ყოფს ცხვირს – პეტრე კოლხი

გაივსო საზოგადოება ურწმუნო ქრისტიანებით, ვინც მუდამ სხვის ცხოვრებაში ყოფს ცხვირს – პეტრე კოლხი

გაივსო საზოგადოება ურწმუნო ქრისტიანებით, – ამის შესახებ დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ასეთი ადამიანები ქრისტეს მდევნელები არიან და არა მისი მიმდევრები.

 

„შეიძლება ადამიანი ეკლესიაშიც დადიოდეს, ეზიაროს კიდეც, მაგრამ ქრისტიანი არ იყოს…

ქრისტიანობა გარეგნული ნიშნით მარტო არ გამოიხატება, ის აზროვნებას და ცხოვრების წესს ყველაზე მეტად განსაზღვრავს…

 

გაივსო საზოგადოება ურწმუნო ქრისტიანებით, ვინც მუდამ სხვის ცხოვრებაში ყოფს ცხვირს და სინამდვილეში ვითომ ეკლესიურიბის მოუხედავად, ქრისტეს მდევნელი უფროა, ვიდრე მისი მიმდევარი…”, – წერს პეტრე კოლხი.

ავტორი: Prime Time

X