13:38 | 2021-11-21 ავტორი: Prime Time

გაიზარდა თუ არა პენსიონერების ვაქცინაციის მაჩვენებელი 200-ლარიანი წახალისების შემდეგ

გაიზარდა თუ არა პენსიონერების ვაქცინაციის მაჩვენებელი 200-ლარიანი წახალისების შემდეგ

ვაქცინაციის პროცესი მიუხედავად მრავალი ღონისძიებისა იმ ტემპით ვერ მომდინარეობს, რაც გვინდა და გვჭირდება. წახალისების გამოცხადების შემდეგ ცოტა მოიმატა, კვირის სამუშაო დღეებში გვაქვს შვიდი ათასი და ოდნავ მეტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წახალისების მექანიზმი ამუშავდა და 200 ლარი ეძლევათ 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს ვაქცინისთვის, ამ ასაკის მოსახლეობის აცრებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი გაოთხმაგდა.

 

„მიუხედავად ამდენი საუბრისა, მოწოდებისა პირბადის მაჩვენებელი 37 პროცენტია, რომ დავდივარ ახლა რაიონებში, სოფლებში, თბილისში, სამწუხაროდ, პირბადის მაჩვენებელი მაინც დაბალია, არის 37 პროცენტი, როცა გვინდა, რომ იყოს 80-90 პროცენტი. პირბადე ვაქცინის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი დამცავი იარაღია. ზღვარზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა, 52 000-ია დღეს აქტიური პაციენტია ქვეყანაში, აქედან 6 000-მდე არის სტაციონარებში. ძალიან მაღალ დატვირთვაზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა. დღევანდელი გარდაცვალების რიცხვია არის 76, რაც ძალიან ტრაგიკულია. ამ შემთხვევების პრევეციის ერთდერთი იარაღი არის ვაქცინაცია. ვაქცინაციის მოცვა გვაქვს 34.3, რაც ძალიან დაბალია. სულ მცირე 60 პროცენტი უნდა გვქონდეს, რომ ვისაუბროთ ოდნავ გარდატეხას შევიტანთ ეპიდსიტუაციაში. მიუხედავად ამდენი საუბრისა, დამყოლობა ძალიან დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს​

 

ფოტოები – აბაშის რაიონში კამეჩმა უცნაური ცხოველი გააჩინა​

 

ამირან გამყრელიძე ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს​

 

ბაღების დაკეტვა, სკოლების და ყველა ოფისის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა – გიორგი ფხაკაძე მძიმე დეკემბერს პროგნოზირებს​

 

ლაშა ბარათელთან დაშორების შემდეგ შორენა ბეგაშვილი მის ნაჩუქარ ნივთებს ყიდის?! – უკვე გაიყიდა „აუდის“ ჯიპი, რომლითაც ევა სარგებლობდა​

 

„პირველი ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო, როცა ჩემს წინ მდგარი შვილი ვერ ვიცანი“ – ნანიკო ჩხაიძე​

 

არ მახსოვს პირველი პრეზიდენტის შიმშილობა რომ გტკიოდათ, არცერთი თქვენთაგანი არ მახსოვს ჩეჩნეთში, პანაშვიდებზე – გიორგი კალანდიას მიმართვა

ავტორი: Prime Time

X