
„სახელმწიფო საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით მხარში დაუდგება იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები შევა.
„დღეს განსახილველი ერთ-ერთი საკითხია საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლა. ამით ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს.
ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით მხარში დაუდგება იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ.
ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, სახელმწიფო მათ მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით“,- განაცხადა გახარიამ.























