
დღის მთავარი პერსონა, რომელზეც ინტენსიურად საუბრობენ აწ უკვე ექსპრემიერი, გიორგი გახარიაა.
იხსენებენ მის გამონათქვამებს, განცხადებებს, ქმედებებს… ამიტომ, “პრაიმტაიმი” შეეცადა გიორგი გახარიას შესახებ იმ ისტორიების ნაწილის შეკრებას, რომელიც მისთვის არც თუ ახლო თანამშრომელმა მაშინ დაწერა, როცა გიორგი გახარია ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, ნინო ინაიშვილს ყოფილმა მინისტრმა სამშობიაროში მიაკითხა და პატარას შეძენა მიულოცა. ამის შესახებ ნინო ინაიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერდა.

“აგვისტოს ეს კვირა ყველაზე განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა უკვე სამნი ვართ ოჯახში.
დაიბადა ალექსანდრე, უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მივიღე ახლობელი ადამიანებისგან, და ამ ყველაფერს დღეს დაემატა ემოცია, რომელიც სურათებზე ვერ აღიბეჭდა.
ჩემი პალატის კარები შემოაღო და შვილის დაბადება მომილოცა ადამიანმა, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს, თანაც ზუსტად ისე, როგორც ჩემი უახლოესი ადამიანები ამ დღეების მანძილზე ახერხებდნენ.
“ჩემი მინისტრი, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს შემოვიდა და მომილოცა ალექსანდრეს დაბადება. მადლობა ყველას ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის” – წერდა გიორგი გახარიას თანამშრომელი.
გიორგი გახარიას ეს ისტორიაც შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. ის, როგორც შს მინისტრი, აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს შეხვდა.
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
მაშინ, განაცახადა, რომ დაღუპული თანამშრომლების შვილებზე პასუხისმგებლობა მასაც ეკისრებოდა:
აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების შვილებზე პასუხისმგებლობა ჩვენც გვეკისრება,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან დაღუპული თანამშრომლების შვილებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
√ ამბობენ, რომ ოთხფეხა მეგობრებთან მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.

↓ ეს ვიდეო მაშინ სოციალურ ქსელში აიტაცეს.
ეს არის ვიდეო, სადაც გიორგი გახარია ლისის ტბაზე ერთ-ერთი მოქალაქის ძაღლს ეფერება.
შემდეგი ისტორია, ექსპრემიერის და მოზარდს ეხება, რომელსაც გიორგი გახარიამ სთხოვა, რომ მისთვის ეკოცნა. მაშინ, გიორგი გახარია ბათუმში იყო ჩასული, სადაც პოლიციელები დააჯილდოვა. დაჯილდოვების შემდეგ კი ბავშვებს გაესაუბრა. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბავშვისა და პრემიერის ვიდეო ვრცელდება. პრემიერი მას კოცნას სთხოვს. ვიდეო „ტვ პირვემა“ გაავრცელა.






















