18:49 | 2021-06-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ?! – რა მოხდა The Mayflower Hotel-ში

გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ?! – რა მოხდა The Mayflower Hotel-ში

„კურიერის“ ინფორმაციით, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, კონსპირაციული შეხვედრა შედგა. მათივე ცნობით, შეერთებულ შტატებში “ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია “საქართველოსთვის“ დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

 

შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის, უცნობია, თუმცა იმას, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – ადასტურებს, ასევე, ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ სასტუმროდან გიორგი გახარია „გაიქცა“.

 

VIDEO: აპირებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას - რას საქმიანობს ყოფილი პრემიერი
2021-06-23VIDEO: აპირებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას - რას საქმიანობს ყოფილი პრემიერი

 

სასტუმროს ტერიტორია გიორგი გახარიამ უკვე დატოვა, თუმცა „კურიერმა“ მისი დაცვის წარმომადგენელი კვლავ სასტუმროში დააფიქსირა.

 

ასევე, ამავე სასტუმროში – The Mayflower Hotel-ში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X