20:25 | 2020-06-04 ავტორი: თათია ცუკოშვილი

გახარია: საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე

გახარია: საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

საქართველოს მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსს და ყველა მონაწილეს, გლობალურ ჯანდაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

 

ტრამპი: კორონავირუსმა გვიჩვენა, რომ ვირუსი არავის ანსხვავებს
2020-06-04ტრამპი: კორონავირუსმა გვიჩვენა, რომ ვირუსი არავის ანსხვავებს

 

„საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა.

 

მადლობას ვუხდი ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსს და ყველა მონაწილეს გლობალურ ჯანდაცვაში შეტანილი წვლილისთვის. ერთად ნამდვილად შევძლებთ უკეთესი და მეტად უსაფრთხო მომავალი შევუქმნათ ახალ თაობებს“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X