19:56 | 2021-09-03 ავტორი: Prime Time

„გახარიას პარტიამ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა პროპორციული სიაში!“ – „ოცნების“ მხარდამჭერი გამოძიებას ითხოვს

„გახარიას პარტიამ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა პროპორციული სიაში!“ – „ოცნების“ მხარდამჭერი გამოძიებას ითხოვს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ნუკი იაკობაშვილი, წერს, რომ გახარიას პარტიამ მის დაუკითხავად ადიგენის საკრებულოს პროპორციულ სიაში ჩაწერა.

„ცხოვრება ხანმოკლეა და მე მსურს სხვა რამ, ვიდრე სახლში ჩაკეტილი ყოფნაა“ - 9 მარტივი მიზეზი, რის გამოც გიორგი ფხაკაძე აიცრა
2021-09-03„ცხოვრება ხანმოკლეა და მე მსურს სხვა რამ, ვიდრე სახლში ჩაკეტილი ყოფნაა“ - 9 მარტივი მიზეზი, რის გამოც გიორგი ფხაკაძე აიცრა

 

„SOS! მე ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი 2012 წლიდან და ამ არჩევნებზეც, ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ ქართული ოცნების გამარჯვებისთვის. დღეს ჩემთვის გამაოგნებელი ფაქტი გახდა ცნობილი – გახარიას პარტიამ ჩემ დაუკითხავად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა ადიგენის საკრებულოს პროპორციული სიაში.

 

სასწრაფოდ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, სასწრაფოდ ვითხოვ, როგორ მოხვდა გახარიას პარტიის ხელში ჩემი პირადი მონაცემები და სასწრაფოდ ვითხოვ პირადად „ბოლისგან პასუხს, რატომ ჩამწერეს მათ სიაში ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს… ასე ავსებთ სიებს? ასე აპირებთ გამარჯვებას? ტყუილზე დააფუძნეთ ყველაფერი და ძალიან მძიმედ დაამთავრებთ“,- წერს ნუკი იაკობაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X