16:55 | 2021-10-03 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

გახარიას პარტიაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შექმნის უმრავლესობას ბათუმში და რუსთავში – ვახუშტი მენაბდე

გახარიას პარტიაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შექმნის უმრავლესობას ბათუმში და რუსთავში – ვახუშტი მენაბდე

“იცით, რომ თვითმმართველ ქალაქებში ყველგან მეორე ტურში გადაწყდება მერის ამბავი. 4-იდან (თბილისის გარდა), 2-ში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს (ბათუმი, ქუთაისი) ორში ოცნება (ფოთი, რუსთავი).
მოდით ვნახოთ რა ხდება საკრებულოებში (ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემების საფუძველზე)”,- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
“ქუთაისი
#5 – 14 მანდატი (აქედან 2 მაჟორიტარული);
#1 – 1 მანდატი;
#25 – 2 მანდატი;
#41 – 18 მანდატი (აქედან 5 მაჟორიტარული).
ფოთი
#5 – 11 მანდატი (აქედან 1 მაჟორიტარული);
#25 – 4 მანდატი;
#41 – 20 მანდატი (აქედან 6 მაჟორიტარული).
რუსთავი
#5 – 16 მანდატი (აქედან 3 მაჟორიტარული);
#25 – 3 მანდატი;
#41 – 15 მანდატი (აქედან 3 მაჟორიტარული);
1 მაჟორიტარულ ოლქზე გაიმართება მეორე ტური ოცნებას და გახარიას შორის.
ბათუმი
#5 – 15 მანდატი (აქედან 3 მაჟორიტარული)
#9 – 1 მანდატი;
#25 – 3 მანდატი
#41 -16 მანდატი (აქედან 4 მაჟორიტარული)
ამგვარად ბათუმში და რუსთავში ყველაფერი დამოკიდებული იქნება გახარიაზე, ვის მხარესაც დაიჭერენ მისი დეპუტატები იმის იქნება უმრავლესობა. რაც შეეხება ქუთაისს აქ ოცნებას 1 მანდატით მეტი აქვს ვიდრე მთელს ოპოზიციას ერთად, ხოლო ფოთში ის თავს მყარად გრძნობს 5 მანდატიანი უპირატესობით.
საინტერესოა როგორ დამთავრდება მერის არჩევნების მეორე ტური. თუ ოთხივეგან ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა მაშინ ფოთსა და ქუთაისში ოცნების უმრავლესობასთან მოუწევს საერთო ენის გამონახვა, ხოლო ბათუმსა და რუსთავში გახარიასთან. უფრო მყარად არის ქართული ოცნება რადგან ფოთსა და ქუთაისში მეორე ტურში გამარჯვებულ მათ კანდიდატს საკრებულოში უმრავლესობა ხვდება, რუსთავსა და ბათუმში კი უკვე მათ მოუწევთ გახარიასთან საუბარი. როგორც არ უნდა იყოს ამ ორ ქალაქში გახარიას მანდატების ფასი ძაან მაღალი იქნება”,- წერს მენაბდე.

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X