13:54 | 2021-09-22 ავტორი: Prime Time

გახდება თუ არა აცრა სავალდებულო – რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე

გახდება თუ არა აცრა სავალდებულო – რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა. როგორ მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნოს და ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთოს.

როგორ ესწრებიან ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს - სახალისო ფოტოები 
2021-09-22როგორ ესწრებიან ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს - სახალისო ფოტოები 

 

„აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს, კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით. მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.

 

ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან. ზრუნავენ საკუთარ თავსა და ნათესავებზე და იმ საინფორმაციო არხებით, რომლებიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, აცრაზე გადაწყვეტილება თავიანთ სასიკეთოდ მიიღონ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X