
„საქართველოში ოპერატიულად იმუშავეს. მე უბრალოდ გაკვირვებული ვარ აშშ-სთან შედარებით რამდენად ძლიერი იყო საქართველოს პასუხი პანდემიის მიმართ – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სიეტლში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დადებითად აფასებს.
„ფაქტობრივად, ყველა ადამიანი (ინფიცირებული) აღმოაჩინეს ძალიან სწრაფად, ყველას გაუკეთეს იზოლაცია, ყველას კონტაქტები მონახეს და ჩასვეს კარანტინში. 5000 კაცი კარანტინში მე მგონი, არავის არ ჩაუსვია მთელს მსოფლიოში“, – ამბობს ჩიქოვანი.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევები, რაც არის ეს ძირითადად კარანტინში მყოფ ადამიანებს უკავშირდებათ.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ამავე თემაზე იხილეთ:

























