
ირაკლი ალასანია არასდროს კაცის მკვლელი არ ყოფილა, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო, – ამ განცხადებით კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს მიმართა.
„დღეს ფეიკის სამყაროში გვაცხოვრებენ – ისინი ყვირიან მუზეუმს ანგრევენო, ვინც ან მუზეუმს ანგრევდა ან მუზეუმი რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა. ისინი ყვირიან, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ, ვინც მართლაც მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო. ეს არ არის სიძულვილის ენა – ის ვინც პატიმარს აუპატიურებდა, არის გამაუპატიურებელი! ის ვინც კლავდა, არის მკვლელი – ერთ-ერთი დღეს გალიიდან გველაპარაკება. ეს ალბათ სიძულვილის ენაა, მაგრამ ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ქალბატონო სალომე რომელ პარტიას წარმოადგენდით და ზემოთ რატომ აინაცვლეთ, ესეც ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა სალომე სამადაშვილს მისი პარტიული კუთვნილება შეახსენა, რაზეც სამადაშვილმა უპასუხა, რომ თავად ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი იყო.























