
სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გალის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა მეტადონი გამოიყენა. ამის შესახებ sputnik-abkhazia – წერს.
აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ივნისს გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, გიორგი შონია, 42,000 რუბლით (დაახლოებით 1,800 ლარით) დაჯარიმდა.
განცხადებაში არ არის მითითებული, შეუჩერდა თუ არა მას სამედიცინო საქმიანობის უფლება.























