12:20 | 2020-03-30 ავტორი: ალექსი ქამადაძე

გამჩენის ხელი ჩაერია… ამდენი ტანსაცმელი, ბინა ზედმეტია – ლაშა პაპაშვილი

გამჩენის ხელი ჩაერია… ამდენი ტანსაცმელი, ბინა ზედმეტია – ლაშა პაპაშვილი

ახლა არის დრო იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ხერხემალი – სოფელი უნდა განვავითაროთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

 

ბიზნესმენის თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა სოფლის განვითარება და ადგილობრივი წარმოება.

„ათწლეულების განმავლობაში სამჯერ აღემატებოდა იმპორტი ადგილობრივ წარმოებას, რაც ანგრევდა ჩვენს ეკონომიკას; ჩვენით ვერ გავიგეთ და გამჩენის ხელი ჩაერია – ზედმეტია ამდენი ფუფუნების საგნები, ჩემზეც ვამბობ.

 

ზედმეტია ამდენი ტანსაცმელი, ბინა თუ სხვა რამე… ბუნებრივად მოხდა ბალანსი. გზას გვაჩვენებენ საით უნდა განვვითარდეთ. ჩვენ პირველ რიგში ხერხემალი – სოფელი უნდა განვავითაროთ, რომ ფუნდამენტი იყოს ძლიერი… ფიზიკური ძალისხმევების გარეშე შემცირდება იმპორტი და ახლა არის დრო იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ხერხემალი – სოფელი უნდა განვავითაროთ“, – ამბობს ბიზნესმენი.

 

წყარო: bm.ge

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X