
„გამიხარდებოდა, რომ მისმენდნენ, ტელეფონში სულ ვჩხუბობ, იქნებ სქურის გზა დროულად გაკეთდეს, მეტი ყურადღება მივაქციოთ ადგილობრივ პრობლემებს, არ მაქვს განცდა და შიშები, რომ საქმე რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს ეხება , – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
“ახალი ამაში არაფერია. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში დაზუსტდება, სად იყო გადაცდომა, იყო თუ არა საერთოდ, რა იყო ინტერპრეტაცია, რა – სიმართლე და რა – სიყალბე. არის პრობლემა, არის გამოწვევა, მტყუან-მართალი ერთმანეთშია არეული. დაველოდოთ გამოძიებას და ნათელი გახდება, სად არის გადაცდომა, სად – სიმართლე, სად – სიცრუე და სად არის ადამიანის უფლებების დარღვევა. იქნებ საბოტაჟთან გვაქვს საქმე და არარსებულზე ვსაუბრობთ?!” – განაცხადა ზარქუამ.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















