
ჟურნალისტის კითხვაზე – გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ინდური შტამის დაფიქსირების გამო საქართველოში, გამყრელიძემ შემდეგნაირად უპასუხა:
„არა მგონია. ეს საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობის საგანი იქნება. მაგრამ რეგულაციების გამკაცრებას ამ ეტაპზე ჩვენ არ ველოდებით“,- აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.






















