
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 152 კომპანია დააჯარიმა.
ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიები დისტანციის დაცვის დაუცველობის, ასევე პირბადისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობის გამო დაჯარიმდნენ.
„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-7 და მე-9 მუხლების, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისი ნორმების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტროლს აღნიშნული დადგენილების აღსრულებაზე.
კონტროლში მოიაზრება იმ მეწარმე სუბიექტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებული აქვთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.
ამასთან, მონიტორინგს ექვემდებარებიან ის მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ ეკრძალებათ ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ თავიანთ საქმიანობა უნდა განახორციელონ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან დღემდე, დაჯარიმებულ იქნა 152 მეწარმე სუბიექტი (საერთო ღირებულებით 1 137 000 ლარი. მათ შორის 69 ფაქტი სხვადასხვა რეგიონში, ხოლო 83 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა).
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, როგორც სოციალური დისტანციის დაცვის დაუცველობის გამო, ასევე პირბადისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობისთვის. ამასთან, ავღნიშნავთ, რომ დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან, როგორც დიდი ჰიპერმარკეტები, ასევე მცირე და საშუალო ზომის მარკეტები. სამართალდარღვევის ოქმი, ასევე შედგენილ იქნა 3 ბაზრის მომწყობი ორგანიზაციის მიმართ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გააგრძელებს უმკაცრეს მონიტორინგს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებზე, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტურობას განსაზღვრავს.“ – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით:
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















