20:02 | 2021-02-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გამყიდველი ხარ შენ! – სავაჭრო ცენტრში ივერი მელაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)

გამყიდველი ხარ შენ! – სავაჭრო ცენტრში ივერი მელაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებული ვიდეო ვრცელდება, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე კარტოგრაფ ივერი მელაშვილს შეურაცხყოფას აყენებს.

 

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ინციდენტი საბურთალოზე მდებარე სავაჭრო ცენტრ გუდვილში, მაღაზია ალტაოკეიში მოხდა. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ დაპირისპირების განმავლობაში მაღაზიის დაცვის თანამშრომლებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

 

“დღეს ქავთარაძის #Goodwill-ში მაღაზია #altaok ივერი მელაშვილს ვიღაც ახალგაზრდა გაუნათლებელი ურა პატრიოტი შეურაცხყოფას აყენებდა. მაღაზიის არცერთი თანამშრომელი არ შეტოკებულა. იყო კონფლოქტი და არც ერთი დაცვა არ განძრეულა (იქვე იდგნენ) !!!!! სალაროებიდან რამდენიმე ურა პატრიოტი დაემატა. შენ მიწები გააჩუქეო ხალხი უყვიროდა !! ეს აგრესია თქვენ შექმენით არაფრისგან!” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X