
სიკვდილიანობის პროცენტი ჩვენთან ჯერჯერობით დაბალია, 0,9%-ია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ე.წ. ნახტომი ორჯერ გვქონდა, როცა 30-30 შემთხვევა დაფიქსირდა.
„სიკვდილიანობის პროცენტი ჩვენთან ჯერ დაბალია, 0.9 პროცენტი.
ძალიან გვინდა, რომ ეს ე.წ. ტენდენცია ზრდისა ახალი შემთხვევების შევინარჩუნოთ და არ გვქონდეს ნახტომები.
სამწუხაროდ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ უკვე ორჯერ გვქონდა ე.წ ნახტომი, როდესაც 30-30 შემთხვევა გვქონდა.
ეს უკვე ძალიან დამაფიქრებელია და საგანგაშო, რაც მიუთითებს იმას, რომ შიდა გავრცელება ქვეყანაში უკვე სერიოზულად იკიდებს ფეხს. ეს არის სწორედ განგაშის საფუძველი ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლის“,- განაცხადა გამყრელიძემ.






















