12:25 | 2020-10-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გამყრელიძე კერძო და საჯარო უყებებს მოუწოდებს დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ

გამყრელიძე კერძო და საჯარო უყებებს მოუწოდებს დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კერძო და საჯარო დაწესებულებებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისკენ მოუწოდა.

 

განთავსდება თუ არა თბილისში საველე კარვები - მინისტრის პასუხი
2020-10-12განთავსდება თუ არა თბილისში საველე კარვები - მინისტრის პასუხი

 

„ერთ-ერთი მთავარი მოწოდება, რაც დღეს განვიხილეთ, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დისტანციურ მუშაობაზე გადასვლაა, იმ დაწესებულებებში, სადაც ამის საშუალება არის, კარგი იქნება მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. ასე ვთქვათ, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ არის, არ არის საჭირო ოფისში თუ სამსახურში მისვლა. დისტანციურად შეიძლება გაგრძელდეს მუშაობა. მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე. 

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ინფიცრების კიდევ 478 შემთხვევა დაფიქსირდა, ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვი 12272-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.

 

ქვეყანაში კორონავირუსით 91 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X