15:05 | 2021-09-13 ავტორი: Prime Time

გამყრელიძე: ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს საკლასო ოთახებში

გამყრელიძე: ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს საკლასო ოთახებში

„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს საკლასო ოთახებში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„განსხვავებაა საჯარო და კერძო სკოლებს შორის. ორჯერადი აცრების თვალსაზრისით, ეს მაჩვენებელი ორივეგან 50%-ს დაბლაა. ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს.სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს.

 

ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა – მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X