
რაღაც მომესმა, ზოგიერთ სამარშუტოში მძღოლი პირბადეებს არიგებს და მერე უკან იღებსო. ეს დანაშაულია და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„პირბადე იმიტომ არის ერთჯერადი ხმარების ატრიბუტი, რომ ის ერთჯერადად, ერთმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს.
რაღაც მომესმა, რომ ზოგიერთ სამარშუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. ამის გაკეთება დანაშაულია, პირდაპირ გეტყვით, ეს დანაშაულია და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ.
ზოგადად, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა კოვიდთან ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარია სოციალურ დისტანცირებასთან ერთად,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
























