12:00 | 2021-09-12 ავტორი: Prime Time

„სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია“ – უახლოესი თვეების კოვიდსიტუაციის ანალიზი ამირან გამყრელიძისგან

„სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია“ – უახლოესი თვეების კოვიდსიტუაციის ანალიზი ამირან გამყრელიძისგან

სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია ჩვენთვის და გვინდა, რომ მეტი იყოს ვაქცინაციის მაჩვენებელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„თუ ჩვენ ამ ტემპით წავედით, საშუალოდ დღეში 23-24 ათასი, ჩვენ წლის ბოლოსთვის თავისუფლად შევასრულებთ იმ ჩვენს სამიზნეს, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ მეტი გვინდა. თუ სექტემბერ-ოქტომბერში დავიჭერთ ამ მაჩვენებელს, 24 ათას დღიურს, ოქტომბრის ბოლოსთვის სერიოზულად შევაკავებთ, ანუ, ცივ სეზონს შევხვდებით სერიოზული იმუნიტეტით.

 

სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია ჩვენთვის და გვინდა, რომ მეტი იყოს ვაქცინაციის მაჩვენებელი – 30, 35 ათასი ეს იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამას ვერ ვახერხებთ,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X