14:14 | 2020-05-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

გამყრელიძე – შემსუბუქების პროცესში მოსალოდნელია ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის

გამყრელიძე – შემსუბუქების პროცესში მოსალოდნელია ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის

შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას, ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევათა რაოდენობის მატება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დღეს ინფიცირებულთა რიცხვის 26-ით მომატება პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

 

„ალბათ, მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს. თუნდაც დღეს, ახალი შემთხვევების 26 რიცხვით მომატება პანიკის არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან ყველა ეს შემთხვევა კონტროლქვეშაა.

 

რას ამბობენ იზოლაციაში მყოფი კორპუსის მაცხოვრებლები 
2020-05-30რას ამბობენ იზოლაციაში მყოფი კორპუსის მაცხოვრებლები 

 

ვიცით, თითოეული კონტაქტი, ვახდენთ თითოეულის სწრაფ იზოლირებას, მკურნალობას და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას.

 

რა თქმა უნდა, შემსუბუქების პროცესის დროს მოსალოდნელია, იყოს ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ქვეყანაში პროცესები მართვადია.

 

ჩვენ სულ უფრო და უფრო ახალი ჯგუფების ტესტირებას ვაპირებთ, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ პრევენცია და დროული იდენტიფიცირება, თუ კორონავირუსზე დადებითი შემთხვევა არის“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X