
თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები. სწორედ, ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„თამბაქოს ინდუსტრია უზარმაზარი ინდუსტრიაა 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში
და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით, მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს.
სწორედ, ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა.
საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.























