11:35 | 2021-04-06 ავტორი: Prime Time

გამყრელიძე: თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, სხვადასხვა გამკაცრებაზე ვიმსჯელებთ

გამყრელიძე: თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, სხვადასხვა გამკაცრებაზე ვიმსჯელებთ

08:00 საათისთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25,000 ჩატარებული ტესტიდან,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ეპიდვითარება კიდევ გაუარესდება შესაძლოა სხვადასხვა გამკაცრებები დაწესდეს.

ბოლო ორ თვეში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
2021-04-06ბოლო ორ თვეში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

 

„ეპიდსიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო უარესდება. ახალი შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. 08:00 საათისთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25,000 ჩატარებული ტესტიდან.

 

მივდივართ მესამე ტალღისკენ, და არ გვინდა. ამიტომ უნდა დავიცვათ დაწესებული რეგულაციები და რეკომენდაციები, რომ თავი ავარიდოთ მესამე ტალღას. თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, ამ შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭო იფიქრებს სხვადასხვა გამკაცრებებზე”.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 897 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავტორი: Prime Time

X