20:49 | 2021-05-27 ავტორი: Prime Time

გამყრელიძემ თქვა, ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც კოვიდის ინდური შტამი დაუდასტურდათ

გამყრელიძემ თქვა, ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც კოვიდის ინდური შტამი დაუდასტურდათ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით იმ ხუთი ადამიანიდან, რომლებსაც კოვიდის ინდური შტამი დაუდასტურდათ, 2 საქართველოს მოქალაქეა.

 

მარი ჯანაშიას უკანასკნელი დღეები -
2021-05-27მარი ჯანაშიას უკანასკნელი დღეები -"საუბრის ძალაც აღარ ჰქონდა, მალევე იღლებოდა, ცოტა დეპრესიულიც იყო..."

 

„დღეს ქვეყანაში დაფიქსირდა ინდური შტამიც, რომელიც 5 ადამიანს დაუდასტურდა. ამ 5 ადამიანიდან 2 გახლავთ საქართველოს მოქალაქე. ხუთივეს აქვთ უცხოეთის  და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურების ისტორია. ისინი საქართველოს მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ. მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან 3-მა, რომელიც უცხოელები იყვნენ, უკვე დატოვეს ქვეყანა. დანარჩენი 2 საქართველოს მოქალაქე იზოლირებულია და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ისინი სახლში იმყოფებიან და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X