
დღეს, 29 მარტს, პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” მიღებულ იქნა ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღავნელის ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი წერილი”,- ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცახდა.
“აღნიშნული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნილმა ორგანიზაცამ ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს პროკურატურას და გამოთქვეს მზადყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობთ.
მინდა დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ აღნიშნული არის აბსოლუტურდა მიუღებელი და მეტიც დიდი ალბათობით, საქმე გავქვს ხელისუფელბსი მიერ დადგმულ სპექტაკლათან”,- განაცახდა კონდახაშვილმა.






















