
17 წლის მარიამ ბურჭულაძეს, რომელსაც ოჯახი მესამდე დღეა ეძებს, დედა მიმართავს.
„გამოჩნდი, დაგეხმარებით ყველანაირად ოჯახი და გვერდით დაგიდგებით. ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები, მინდა გულში ჩაგიხუტო, შვილო. გამოჩნდი, ძალიან გთხოვ“, – ამბობს იამზე ბურჭულაძე.
ცნობისთვის, 17 წლის გოგონა სამი დღის წინ გაუჩინარდა. გავრცელებული ვერსიით, დაკარგული მარიამ ბურჭულაძე ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის გზაზე შენიშნეს.
ნაპოვნია მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელსაც პოლიცია სწავლობს. კლასელი ამბობს, რომ წერილში მკვლელობებზეც იყო საუბარი.
„მის ოთახში იყო წერილი, ეწერა, რომ ჩემს თავში ხმები ისმისო და რა ვუყო ამ ხმებსო. რაღაცა მკვლელობაზეც ეწერა, რომ 7-ს თუ არა, 6-ს კაცს მაინც მოვკლავო და ინიციალებით ეწერა პირველი ასოები – მასწავლებლის ინიციალები ეწერა და მკვდარი კაცი ეხატა, ხელმოჭრილი. ჩემს მისიას ავასრულებო, ინგლისურად ეწერა 2 ფურცელზე.
ის კი მქონდა შემჩნეული, რომ ბოლო 1 თვე დადიოდა სკოლაში, მანამდე არ უვლია და ჩემი აზრით დაგეგმილი ჰქონდა რომ წასულიყო,” – ამბობს გოგონა.























