
ორგანიზაცია „ახალი საზოგადოება”, Facebook-გვერდზე აქვეყნებს მიმართვას, სადაც მოხალისეობრივ მზადყოფნას აცხადებს, ამირან გამყრელიძის მოწოდებაზე.
ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
„ორგანიზაცია „ახალი საზოგადოება“ ერთვება ბატონ ამირან გამყრელიძის მოწოდებაში.
ჩვენ ჩვენს თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად მზად ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ და მოვემსახუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
თუ თქვენ არ გყავთ ვინმე, ვინც თქვენს მაგივრად წავა წამლის საყიდლად, ამას ჩვენ გავაკეთებთ.
ასევე მოვუწოდებთ ახალგაზრდებს: ჩაერთეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რადგან მოხუცებში მაღალი რისკი არსებობს ვირუსის განვითარების. დავეხმაროთ მათ სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
შეძლებისდაგვარად ჩვენ გავაკეთებთ დასახმარებელი ადამიანების სიას, თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაგვიწიოს დახმარება, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.






















