13:33 | 2020-05-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

გამოჩნდნენ შარლატანები, რომლებიც ე.წ სწრაფ ტესტებს გვთავაზობდნენ – გიორგი გახარია

გამოჩნდნენ შარლატანები, რომლებიც ე.წ სწრაფ ტესტებს გვთავაზობდნენ – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კორონავირუსის შესახებ ანგარიშს წარადგენს. მისი თქმით, დღეს კარანტინში 3-4 ათასი მოქალაქე რჩება.

 

„დღეის მდგომარეობით საკარანტინე ზონები გამოიარა 22 000-ზე მეტმა ადამიანმა. დღეის მდგომარეობით კარანტინში იმყოფება 3-4 ათასი მოქალაქე. ვერცერთი ვერ გამოდის თუ არ ჩაუტარდა პისიარ ტესტირება და სწორედ ამის შედეგია, რომ ახალი შემთხვევები გვაქვს ძირითადად საკარანტინე ზონებიდან.

 

მექანიკური შეცდომაა... არ შეესაბამება სიმართლეს! - რა შეცდომა დაუშვა ცერცვაძემ პირდაპირ ეთერში
2020-05-27მექანიკური შეცდომაა... არ შეესაბამება სიმართლეს! - რა შეცდომა დაუშვა ცერცვაძემ პირდაპირ ეთერში

 

 

 

ეს იყო ყველაზე ეფექტური მეთოდი მაშინ, როცა მსოფლიოში გამოჩნდა ათასი შარლატანი, რომლებიც ე.წ სწრაფ ტესტებს სთავაზობდა მთავრობას სამინისტროების, დეპუტატების და ცალკეული ბიზნესმენების დონეზე.

 

ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, რადგან გვქონდა მაღალი სტანდარტის პისიარ ტესტები და ეფექტური საკარანტინე ზონები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X