23:39 | 2021-03-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„გამოდით და გააპროტესტეთ!“ – გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები ციხიდან წერილებს აგზავნიან

„გამოდით და გააპროტესტეთ!“ – გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები ციხიდან წერილებს აგზავნიან

„გამოდით და გააპროტესტეთ!“ – გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი  ციხიდან სკანდალურ წერილებს აგზავნიან, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

 

მსჯავრდებულები, რომელთაც თავისუფლების აღკვეთა 16 წლით აქვთ მისჯილი, ამბობენ, რომ უდანაშაულოები არიან და თავს პოლიტპატიმრებად ცნობენ.

 

„ღმერთს ვთხოვ მომცეს ძალა და გავარკვიო, რეალურად რა მოხდა იმ ღამით და რა მოუვიდა გიორგი შაქარაშვილს, ეს ჩემი ცხოვრებისეული ამოცანაა. როდესაც ამ ამოცანას ამოვხსნი, ვისაც ხელი ურევია, ჩემი რისხვა დაატყდება თავს და არა მარტო ჩემი.

 

გუშინდელი განაჩენი იყო უკანონო, არაადამიანური უსინდისობა, რომელიც ბიძინა სტურუამ მოიყვანა სისრულეში, ეს საქმე რეზონანსულია, ხალხი ითხოვდა პასუხს კითხვაზე, თუ როგორ გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. იმის ნაცვლად, რომ სტურუას სამართლიანი და სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება მიეღო, უზენაესი მოსამართლის მანტია არჩია და თვალით რომ არ გვინახავს, ისეთი ბავშვის მკვლელობაში გვცნო დამნაშავედ.

 

მინდა მივმართო იმ ხალხს, რომელსაც ჯანსაღი აზრი გააჩნია. გამოდით და გააპროტესტეთ, რადგან ნებისმიერი ადამიანი და მათ შორის თქვენი შვილები, შეიძლება ამ დამპალი სისტემის მსხვერპლი გახდეს“, – ნათქვამია წერილში.

 

ნახეთ ვიდეო: გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულების პირველი წერილები ციხიდან

 

წყარო: ტვ პირველი
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X